Sunday, November 17, 2013

მეცხრე დღე

მეცხრე დღე ყველაზე სასიამოვნო იყო...განსაკუთრებით კოლეგების პროექტების პრეზენტაცია. სასიამოვნო და ბევრისმომცველი იყო ტრენინგი, ტრენერი საუკეთესო, ენერგიული, გულისხმიერი. სასურველი იქნებოდა ბლოგებზე ცალკე დაიგეგმოს ტრენინგი სრულყოფილი შესწავლისათვის. ყველაზე დიდი დაბრკოლება დღევანდელ სკოლებში არის მოძველებული ტექნიკა, რაც არ გვაძლევს საშუალებას აქტიურად გამოვიყენოთ მიღებული ცოდნა...სასურველია, იტელექტუალური და ტექნიკური მზაობა თანხვედრი იყოს, ასეთ შემთხვევაში იქნება ყველა ასე კარგად დაგეგმილი და განხორციელებული ტრენინპროგრამა ეფექტური. დიდი მადლობა ამ პროექტის დამგეგმავსა და განმახორციელებლებს, მათ განგვაწყეს შემდგომი მუშაობისათვის.

Saturday, November 16, 2013

მერვე დღე

მერვე დღეს მოვაწესრიგე პორტფოლიო, ფასილიტაციის ნიმუშები გადავათვალიერე,გაჯეტების დამატება მოვახდინეთ ბლოგზე.....თავი მტკივა!

Sunday, November 10, 2013

მეშვიდე დღე

ვიმუშავე შეფასების რუბრიკებზე, ბლოგში დავამატე გვერდები , ავტვირთე სურათი, დანარჩენი სახლში!!!!

Sunday, November 3, 2013

მეხუთე დღე

პრეზენტაცია შექმნილია, ატვირთულია და გამოქვეყნებული, ძალიან საინტერესო დღე იყო, მომეწონა კოლეგების ნამუშევართა დათვალიერება, ყველას წარმატებას ვუსურვებ!

პორტფოლიოს პრეზენტაცია

Saturday, November 2, 2013

მეოთხე დღე

ბუკლეტი მზადაა, ატვირთულია "ბლოგდრაივზე" ვნახეთ და შევუფასეთ ერთნაბეთს! ...საინტერსო იყო კოლეგების საკვანძო კითხვების დათვალიერება და დაკომენტირება, ნახვამდის ხვალამდე!