Sunday, November 17, 2013

მეცხრე დღე

მეცხრე დღე ყველაზე სასიამოვნო იყო...განსაკუთრებით კოლეგების პროექტების პრეზენტაცია. სასიამოვნო და ბევრისმომცველი იყო ტრენინგი, ტრენერი საუკეთესო, ენერგიული, გულისხმიერი. სასურველი იქნებოდა ბლოგებზე ცალკე დაიგეგმოს ტრენინგი სრულყოფილი შესწავლისათვის. ყველაზე დიდი დაბრკოლება დღევანდელ სკოლებში არის მოძველებული ტექნიკა, რაც არ გვაძლევს საშუალებას აქტიურად გამოვიყენოთ მიღებული ცოდნა...სასურველია, იტელექტუალური და ტექნიკური მზაობა თანხვედრი იყოს, ასეთ შემთხვევაში იქნება ყველა ასე კარგად დაგეგმილი და განხორციელებული ტრენინპროგრამა ეფექტური. დიდი მადლობა ამ პროექტის დამგეგმავსა და განმახორციელებლებს, მათ განგვაწყეს შემდგომი მუშაობისათვის.

Saturday, November 16, 2013

მერვე დღე

მერვე დღეს მოვაწესრიგე პორტფოლიო, ფასილიტაციის ნიმუშები გადავათვალიერე,გაჯეტების დამატება მოვახდინეთ ბლოგზე.....თავი მტკივა!

Sunday, November 10, 2013

მეშვიდე დღე

ვიმუშავე შეფასების რუბრიკებზე, ბლოგში დავამატე გვერდები , ავტვირთე სურათი, დანარჩენი სახლში!!!!

Sunday, November 3, 2013

მეხუთე დღე

პრეზენტაცია შექმნილია, ატვირთულია და გამოქვეყნებული, ძალიან საინტერესო დღე იყო, მომეწონა კოლეგების ნამუშევართა დათვალიერება, ყველას წარმატებას ვუსურვებ!

პორტფოლიოს პრეზენტაცია

Saturday, November 2, 2013

მეოთხე დღე

ბუკლეტი მზადაა, ატვირთულია "ბლოგდრაივზე" ვნახეთ და შევუფასეთ ერთნაბეთს! ...საინტერსო იყო კოლეგების საკვანძო კითხვების დათვალიერება და დაკომენტირება, ნახვამდის ხვალამდე!

პროექტის საკვანძო კითხვები

 ზოგადი კითხვა:
საჭიროა თუ არა კულტურათაშორისი დიალოგი?

თემატური კითხვა:
რა არის ტოლერანტობა?

შინაარსობლივი კითხვა:

 რომელ პოემებში საუბრობს ვაჟა-ფშაველა სხვადასხვა კულტურათა შეხვედრის შესახებ?

ბუკლეტი პროექტისათვის

ბუკლეტი

Sunday, October 27, 2013

მესამე დღე

მესამე დღე ეძღვნებოდა პროექტის გეგმის შაბლონზე მუშაობას სტანდარტების და და 21-ე საუკუნის უნარების თანხვედრას პროექტთან ვისწავლეთ "გუგლ დრაივიში" ატვირთვა დოკუმენტებისა

Saturday, October 26, 2013

მეორე დღე

მეორე დღე.... პუბლიკაციის ჩეკლისტი, ბუკლეტის შექმნა, ძალიან საინტერესოა! განსაკუთრებით მომეწონა დიზაინური მრავალფეროვნების გამოყენების შესაძლებლობა რომ მომეცა, მადლობა ტრენერს, პოზიტიური ემოციებისათვის!

Sunday, October 20, 2013

ტრენინგების პირველი დღე

პირველი დღე განმაწყობს მუშაობისათვის, უამრავი იდეა წამოვიდა...... განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემთვის ორგანიზებულობა პროექტის პროცესისა, ეს კლიშეები აადვილებს სამუშაოს დიდი სიამოვნება მივიღე, როდესაც გავეცანი პროექტის ნიმუშებს. ვფიქრობ, შემდეგი დღეები უფრო საინტერესო იქნება!